ოპოზიცია ბრძოლის მეთოდზე ვერ შეთანხმდა - კვირის პალიტრა

ოპოზიცია ბრძოლის მეთოდზე ვერ შეთანხმდა

ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის საერთო მეთოდზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა.

"დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით ოპოზიცია ბრძოლის ორი გზიდან საერთო გეგმას შეიმუშავებს.

გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიციის პოზიციები ორ ნაწილად იყოფა, ნაწილი ემხრობა არჩევნების, ნაწილი კი აქციების გზას.

"დაიცავი საქართველოს" ლიდერის განცხადებით მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად მომზადდება ე.წ. "თავდაუსხმელობის აქტი" და განსხვავებული პოზიციების მიუხედავად პარტიები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან.