მიხეილ სააკაშვილის კორუფციული მხილების" კვირეული - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის კორუფციული მხილების" კვირეული

"ლეიბორისტულმა პარტიამ" საქართველოს "პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორუფციული მხილების" კვირეული მოაწყო.

პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას თქმით, "ლეიბორისტებმა" გამოქვეყნებული მასალებით ფარდა ახადეს სააკაშვილის კორუმპირებულ საქმიანობას და ნათლად წარმოაჩინეს, თუ როგორ შეეხო ბიზნესის თავისუფლება მის ოჯახს და როგორ დაედო ბორკილებად ქართველ ხალხს.

"მიუხედავად სააკაშვილის ანტირუსული რიტორიკისა, მას მჭიდრო კავშირი აქვს მსხვილ რუსულ კომპანიებთან, საიდანაც მისი ოჯახი უზარმაზარ მოგებას იღებს. ამის ნათელი მაგალითია კომპანია ""ვიმპელკომის"" შვილობილი ""ბილაინი""', რომლის 40% სააკაშვილის ოჯახს ეკუთვნის. გარდა ამისა, სააკაშვილის პარტნიორ კომპანიას ""პრომიშლენ ინვესტი"" წარმოადგენს, რომელიც საქართველოში რამდენიმე საწარმოს ამუშავებს. ესენია: "მადნეული", დარიშხანის მომპოვებელი საწარმო ""ლუხუმი" "და თბილისის საიუველირო ქარხანა "ზარაფხანა"", - აცხადებს გიორგი გუგავა. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები, რომელთა მოგებული უზარმაზარი თანხები ნაწილობრივ მოსკოვში, ნაწილობრივ კი სააკაშვილის ჯიბეში მიდის, პირდაპირ კრემლიდან იმართება.