ნოემბრიდან საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყება - კვირის პალიტრა

ნოემბრიდან საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყება

"ოპოზიციის ერთი ნაწილი ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სააკაშვილთან შეურიგებელ ბრძოლას და საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს", -

განაცხადა "მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის"" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ. ბრძოლაში ჩაერთვებიან ნინო ბურჯანაძის მოძრაობა, "ეროვნული ფორუმი", სალომე ზურაბიშვილი და "კონსერვატორები". როგორც ბესელიამ აღნიშნა, არანაირ კომპრომისზე არ წავლენ და სააკაშვილის რეჟიმის შეცვლამდე იბრძოლებენ.