"რაკიინ-ჯორჯიას" უკანონო საქმიანობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს - კვირის პალიტრა

"რაკიინ-ჯორჯიას" უკანონო საქმიანობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

მოძრაობის" "რატომ" წარმომადგენლებმა "რაკიინ-ჯორჯიას" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და კომპანიას "უკანონო საქმიანობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

მოძრაობის" "რატომ" წევრები ""რაკიინისგან"  იმის აღიარებას მოითხოვენ, რომ ტელეკომპანია "იმედი" ხელისუფლებას უყიდა და დანაშაული ჩაიდინა.

"რაკიინი" უკანონოდ ყიდულობს იმ ობიექტებს, რომლებიც ხელისუფლებამ მესაკუთრეებს ჩამოართვა. ის სააკაშვილს ფინანსური რესურსის დაგროვებაში ეხმარება. სააკაშვილი კი ამ ფულს სპეცრაზმის დაფინანსებისთვის იყენებს, რომელიც მოქალაქეებს სცემს", - განაცხადა მოძრაობის წევრმა ლუკა წულაძემ.