"ეროვნული ფორუმი" " ოპოზიციურ გაერთიანებაში შესვლას არ გეგმავს - კვირის პალიტრა

"ეროვნული ფორუმი" " ოპოზიციურ გაერთიანებაში შესვლას არ გეგმავს

"ეროვნული ფორუმი" უარყოფს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ეროვნული ფორუმი" გეგმავს კოალიციაში გაწევრებას, რომელიც

ნოემბრიდან ახალი აქციების დაწყებას აპირებს. "ამ ეტაპზე პარტია არ აპირებს არანაირ გაერთიანებასა თუ კოალიციაში შესვლას", - ნათქვამია ფორუმელთა განცხადებაში. თუმც "ეროვნული ფორუმი" ითანამშრომლებს ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელთა პოზიციაც მათ სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობაში მოვა.