დეპუტატი სააკაშვილის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის - კვირის პალიტრა

დეპუტატი სააკაშვილის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის

ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივით გამოდის. მიზეზად კოპალიანს

ტალიავინის კომისიის დასკვნა მოჰყავს. ის დარწმუნებულია, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა სრულად  ასახავს რეალობას.

კოპალიანს აინტერესებს, რატომ იყო კონფლიქტი 2-დღიანი და რატომ დატოვა საქართველომ უბრძოლველად კოდორის ხეობა.

"დასკვნამ დაგვანახვა, რომ მეფე შიშველია და ვისაც ერის ინტერესების დაცვა სურს, არ უნდა ითამაშოს ლეღვის ფოთლის როლი", - აცხადებს კოპალიანი.

ამასთან, დეპუტატის აზრით, იმპიჩმენტის გარდა, მეორე გზაც არსებობს, - პრეზიდენტმა ''პატრიოტული" ნაბიჯი გადადგას და ახალი არჩევნები დანიშნოს.