ფრესკაზე ჩინოსანი გამოსახეს - კვირის პალიტრა

ფრესკაზე ჩინოსანი გამოსახეს

ყაზახეთში, ქალაქ რუდნოს წმინდა იოანეს ახალაშენებული ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახეს კუსტანაის ოლქის გუბერნატორი სერგეი კულაგინი, რამაც მრევლი აღაშფოთა.

როგორც კუსტანაისა და რუდნოს ეპისკოპოსმა ანატოლიმ განაცხადა, ფრესკაზე ჩინოსნის გამოსახვა კანონიკური დარღვევა არ არის."ზოგჯერ ფრესკებზე ეშმაკებიც არის გამოსახული, რომლებიც წმინდანების ცდუნებას ცდილობენ. მაგრამ ჩვენ მათ კი არა, წამებულებს ვცემთ თაყვანს", - განაცხადა ეპისკოპოსმა.

როგორც გუბერნატორი ამბობს, მას ფრესკაზე გამოსახვა არავისთვის უთხოვია.