კადაფის მომხრეები აჯანყდნენ - კვირის პალიტრა

კადაფის მომხრეები აჯანყდნენ

ლიბიის ქალაქ ბანი-ვალიდში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუამარ კადაფის მომხრეა, აჯანყება დაიწყო.დასავლური წყაროების ცნობით, კადაფის მომხრეებმა ხანმოკლე ბრძოლების შემდეგ ქალაქი დაიკავეს და ლიბიის ძველი, მწვანე დროშები გამოკიდეს.“დროებითი გარდამავალი საბჭოს ძალებმა ქალაქიდან დიქტატორის მომხრეების გაძევება ვერ მოახერხეს. ბენღაზიში კი, რომელიც რევოლუციონერების საყრდენი იყო, კადაფის მომხრეებმა მრავალათასიანი მიტინგი გამართეს და იმ შენობის აღება სცადეს, სადაც დროებითი გარდამავალი საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. საბჭოს ფორმირებებმა დემონსტრაცია გაფანტეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.