ევროკავშირმა ირანს ემბარგო დაუწესა - კვირის პალიტრა

ევროკავშირმა ირანს ემბარგო დაუწესა

ევროკავშირმა ირანს ემბარგო გამოუცხადა. დოკუმენტს ევროგაერთიანების წევრი 27-ივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი.სანქციების მიხედვით, იკრძალება ევროკავშირში ნედლი ირანული ნავთობის იმპორტი და გაიყინება ირანის ცენტრალური ბანკის ანგარიშები. 2012 წლის 1-ელ იანვარს ირანს სანქციები აშშ-მაც დაუწესა. ევროპა მოხმარებული ნავთობის 20%-ს ირანიდან იღებს. ირანული "შავი ოქროს" ძირითადი მომხმარებლები საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია არიან.