იაპონელებმა ლავროვის ვიზიტი გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

იაპონელებმა ლავროვის ვიზიტი გააპროტესტეს

ტოკიოში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს იაპონელები ანტირუსული პიკეტებით დახვდნენ. მოპიკეტენი იაპონიისთვის სამხრეთ კურილის კუნძულების დაბრუნებას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები იმანაც აღაშფოთა, რომ იაპონიამ რუსეთს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა. იაპონიაში კურილის კუნძულების საკითხზე იწყება ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის მიზანი ოფიციალურ ტოკიოზე ზეწოლაა, რათა მან მოსკოვთან უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს.