შუშანაშვილი აიყვანეს - კვირის პალიტრა

შუშანაშვილი აიყვანეს

ინტერპოლმა ათენის ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი (ლაშა რუსტავსკი) შვიდ თანამზრახველთან ერთად დააკავა. სასამართლომ კრიმინალურ ავტორიტეტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შუშანაშვილი ქართველი სამართალდამცველების მიერ "კანონიერი ქურდობისა" და "გამოძალვის" მუხლებით იძებნება და პროკურატურა ბერძნული მხარისგან კრიმინალური ავტორიტეტის ექსტრადიციას ითხოვს. შუშანაშვილი ესპანეთშიც ძებნილია და ევროკავშირის კანონმდებლობით ექსტრადიციის მოთხოვნაზე უპირატესი უფლება სწორედ ევროგაერთიანების წევრ ქვეყანას აქვს.