112 ფასიანი გახდა - კვირის პალიტრა

112 ფასიანი გახდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 112-ის (სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახური) სასარგებლოდ ფიზიკურ პირებს მობილური ტელეფონის ანგარიშიდან თვეში 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ.ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, აბონენტმა თვის ან წლის განმავლობაში გამოიძახა თუ არა 112. ფულის გადახდა იმ მოქალაქეებს მოუწევთ, რომლებიც მობილურის ბალანსს თვეში 5 ლარით მაინც შეავსებენ. 112 ფუნქციონირებას მაისში დაიწყებს (ვრცლად იხ. გვ. 6).