"ნაციონალების" დაკვეთით კვლევა ჩატარდა - კვირის პალიტრა

"ნაციონალების" დაკვეთით კვლევა ჩატარდა

ამერიკულმა კომპანია Greenberg Quinlan Rosner Research-მა "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიასა და მიხეილ სააკაშვილს მაღალი რეიტინგი აქვთ.კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", იმ ამომრჩევლებში, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, პასუხები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 65%, "ქართული ოცნება" - 25%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 4%, ლეიბორისტები - 1%, "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები-ალასანია" - 1%, რესპუბლიკელები - 1%, "ეროვნული ფორუმი", კონსერვატორები, "სახალხო პარტია", "მრეწველები" და "დემოკრატიული მოძრაობა" - 0%.  კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას და რუსეთი საფრთხედ მიაჩნია.