აქცია დაპატიმრებით დასრულდა - კვირის პალიტრა

აქცია დაპატიმრებით დასრულდა

საპროტესტო აქცია, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეექვსე წლისთავს ეძღვნებოდა, მონაწილეთა დაპატიმრებით დასრულდა.აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვას აპირებდნენ, მაგრამ პოლიციელებმა ამის უფლება არ მისცეს. დაკავებულია 7 მოქალაქე: დავით ფაცაცია, მიხეილ  მუმლაძე, ილია ჩაჩიბაია, ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი ბერაია, ზაზა სვანაძე და კობა ცერცვაძე.  გარდა ამისა, პოლიციელებმა სცადეს, ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აქციას ვიდეოფირზე იღებდნენ.