ავიატორებმა შიმშილობა დაიწყეს - კვირის პალიტრა

ავიატორებმა შიმშილობა დაიწყეს

ვეტერანმა ავიატორებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეები პრეზიდენტისგან ითხოვენ, რომ სახელმწიფომ "ყოფილი ავიატორების შესახებ" საპენსიო კანონი მიიღოს და დაფაროს წლების განმავლობაში გაუცემელი კომპენსაციები, რომელთა გადახდაც უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა. ავიატორების სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე შეხვდა და მიიღო პირობა, რომ მთავრობა ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს. ავიატორები კი შეხვედრიდან რამდენიმე საათში პოლიციამ რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევა, მაგრამ მოშიმშილეები ავლაბრის სასახლესთან დაბრუნდნენ და აქცია გააგრძელეს (ვრცლად იხ. გვ. 31, სიუჟეტი იხ www.palitratv.ge-ზე).