"რუსეთს საქართველოზე სრული კონტროლის დაწესება სურს" - კვირის პალიტრა

"რუსეთს საქართველოზე სრული კონტროლის დაწესება სურს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთის საქართველოსთან არაცივილიზებული ურთიერთობის მიზეზი ის არის, რომ

რუსეთს საქართველოზე სრული კონტროლის დაწესება სურს, ეს კი არასოდეს მოხდება.

ვაშაძის აზრით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ მოსკოვი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ განიხილავს. საქართველო სტრატეგიული, სამხედრო და  ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანაა  და რუსეთში ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ მოსკოვი საქართველოს სრულად უნდა აკონტროლებდეს.

ვაშაძის განმარტებით, ამგვარი მიდგომა საქართველოსთვის მიუღებელია, ვინაიდან არც ერთი სუვერენული ქვეყანა არ დათანხმდება იყოს რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პრივილეგირებული ინტერესების ზონა.