"ქართული ოცნება" გარიგებებში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" გარიგებებში დაადანაშაულეს

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" თვალთმაქცურ გარიგებებში დაადანაშაულა.კერძოდ, მოგელაძემ მოძრაობას წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ქართულმა ოცნებამ" შპს "ელიტა ბურჯს" სამუშაოების შესასრულებლად გადაურიცხა 1.100.000 ლარი, რომელიც მოგვიანებით კომპანიამ მოძრაობას უკან გადმოურიცხა. მოგელაძის აზრით, ეს გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითი იმიტომაა, რომ "ქართული ოცნების" გამგეობის თავმჯდომარეც და "ელიტა ბურჯის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. კონტროლის პალატამ "ქართულ ოცნებას" ამ თანხის უკან, "ელიტა ბურჯისთვის" გადარიცხვა ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულის კონფისკაციითა და სანქციებით დაემუქრა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კონტროლის პალატა თვითნებურ და უკანონო ქმედებებში დაადანაშაულეს, თუმცა სანქციების თავიდან აცილების მიზნით პალატის მოთხოვნა შეასრულეს.