ტაძრებზე ქართულ კვალს შლიან - კვირის პალიტრა

ტაძრებზე ქართულ კვალს შლიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულმა დელეგაციამ იუნესკოს გენერალური მდივნის ირინა ბოკოვას წინაშე აფხაზეთში ქართული ტაძრების საკითხი დასვა და მოითხოვა, რომ ორგანიზაციის ექსპერტებმა გააკონტროლონ კულტურული ძეგლების "რესტავრაციის" პროცესი.კერძოდ, 2010 წელს დაიწყო ილორის წმინდა გიორგის ტაძრის ე. წ. რესტავრაცია, რომლის დროსაც ტაძარი თეთრად გადაღებეს, რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული წარწერები წაშალეს. რუსული კომპანია "ტექტონიკი" კი ბედიის ტაძრის ე. წ. რესტავრაციას აგრძელებს. შედეგად განადგურდა ერთადერთი და უნიკალური ბაგრატ III-ის ფრესკა, ჩამოფხიკეს ქართველ დიდებულთა გამოსახულებები და წაშალეს ქართული ასომთავრული წარწერები. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ იუნესკოს ექსპერტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებს, თუ აფხაზეთში საქართველოს მხრიდან არ შევლენ.