საპატრიარქოს განცხადება - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით, სადაც ახალი წლის დღეებში ცეცხლი გაჩნდა, განცხადება გაავრცელა."ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის უმოქმედო ეკლესიაში, რომელსაც სომხები "სურბ ნშანს" უწოდებენ, გაჩნდა ცეცხლი და ტაძარი დაზიანდა. ეს ფაქტი ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს. საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი მისი კუთვნილების საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.