პრესის თავისუფლების ინდექსით სომხეთმა გაგვისწრო - კვირის პალიტრა

პრესის თავისუფლების ინდექსით სომხეთმა გაგვისწრო

საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებგარეშე" დასკვნით, პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერი აღარ არის.ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ სამხრეთ კავკასიაში ლიდერის პოზიცია გასული წლის მაისში ოპოზიციის დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლისა და იმ მუდმივი ზეწოლის გამო დაკარგა, რომელსაც რუსეთისადმი სიმპათიაში "ეჭვმიტანილი" ჟურნალისტები და ბლოგერები განიცდიან. შედეგად, საქართველო 38 ქულით რეიტინგის 104-ე ადგილზე აღმოჩნდა. მეზობელი სომხეთის მაჩვენებელი კი გაიზარდა და რეიტინგში 77-ე ადგილი დაიკავა. რუსეთი 66 ქულით რეიტინგის 142-ე, ხოლო აზერბაიჯანი 87,25 ქულით 162-ე ადგილზეა.