ახალგორი, შესაძლოა, მოსახლეობისგან დაიცალოს - კვირის პალიტრა

ახალგორი, შესაძლოა, მოსახლეობისგან დაიცალოს

1-ელი ნოემბრიდან ახალგორის რაიონიდან გადმოსასვლელი გზის ჩაკეტვა სოფელ ახმაჯთან განთავსებული რუსული საგუშაგოს საშუალებით იგეგმება. ახალგორის

რაიონიდან გადმოსასვლელი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, შესაძლოა, რაიონი ქართველი მოსახლეობისგან დაიცალოს. "თუ თბილისთან კავშირი გაწყდება გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. თბილისთან სხვა აუცილებელ კავშირზე რომ არაფერი ვთქვათ, ახალგორში სამედიცინო მომსახურების მიღებაც კი შეუძლებელია.

მთელ რაიონში მხოლოდ ერთი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი და ერთი თერაპევტია. აქ არიან რუსი სამხედრო ექიმებიც, მაგრამ მათ დახმარებისთვის თითქმის არავინ მიმართავს. ამიტომ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ინფორმაციით, რომ 1-ელი ნოემბრიდან ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა იგეგმება"", - განაცხადეს ახალგორის მცხოვრებლებმა.

მათი თქმით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას რუსი ოკუპანტები ოსებს აბრალებენ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ეს რუსი მესაზღვრეების ინიციატივაა.