ბაგრატის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები გაგრძელდება - კვირის პალიტრა

ბაგრატის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები გაგრძელდება

მრავალდისციპლინური კომისიის 30-კაციანმა კომისიამ ქუთაისში მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრებმა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის დათვალიერების შემდეგ,

გადაწყვიტეს, რომ ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები გაგრძელდეს.

სამუშაოები იუნესკოს მოთხოვნით ერთი თვით შეწყდა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გამაგრებითი სამუშაოების დასრულება აუცილებელია, რადგანაც ზამთარში მოსალოდნელმა ნალექმა შეიძლება ბაგრატის ტაძარი მთლიანად დააზიანოს.