აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები - რუსეთის მორიგი სპექტაკლი - კვირის პალიტრა

აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები - რუსეთის მორიგი სპექტაკლი

სოხუმის მარიონეტული რეჟიმი აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 12 დეკემბერს გეგმავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სოხუმის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მორიგ სპექტაკლს უწოდებს.

ბარამიას განცხადებით, აფხაზეთში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები უკანონოა და რუსეთი ამით საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას ცდილობს. კრემლის ეს მცდელობა განწირულია, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს ცნობს სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რადგან იგი საერთაშორისო სამართლის ნორმებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. "რუსეთის სახით საქართველოში შემოჭრილია "შავი ჭირი" და დროა, საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიმუშაოს ახალი ვაქცინა მისი პარალიზებისათვის და საოკუპაციო ჯარები საბოლოოდ განდევნოს საქართველოს ტერიტორიიდან", - აცხადებს ბარამია.