დედოფალმა ბანკირს რაინდობა ჩამოართვა - კვირის პალიტრა

დედოფალმა ბანკირს რაინდობა ჩამოართვა

დიდ ბრიტანეთში ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტო რამ მოხდა, - დედოფალმა "შოტლანდიის სამეფო ბანკის" ყოფილ გენერალურ დირექტორ ფრედ გუდვინს რაინდის ტიტული ჩამოართვა.მონარქის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ გუდვინმა ბანკი გაკოტრებამდე მიიყვანა და ბრიტანეთის მთავრობა იძულებული გახდა, ბანკის ოფიციალური ბანკროტობის თავიდან ასაცილებლად სამსახურიდან 20 ათასი თანამშრომელი დაეთხოვა და 70 მილიარდი დოლარი დაეხარჯა. ბანკირმა საბედისწერო შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც 50 მილიარდ ევროდ ჰოლანდიური ბანკი "ამრო" შეიძინა და კრიზისის დაწყებისას "შოტლანდიის სამეფო ბანკს" ნაღდი ფული აღარ აღმოაჩნდა.