სტადიონზე შეტაკებისას 74 კაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

სტადიონზე შეტაკებისას 74 კაცი დაიღუპა

ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდის სტადიონზე ადგილობრივი გუნდის "ალ-მასრისა" და კაიროს "ალ-აჰლის" გულშემატკივრებს შორის შეტაკებას 74 კაცი ემსხვერპლა. ჩხუბი მატჩის ბოლო წუთებზე დაიწყო, როდესაც კაიროს გუნდი 1:3 მარცხდებოდა.დედაქალაქელი გულშემატკივრები სტადიონზე გადავიდნენ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, შემდეგ კი ხელი "ალ-მასრის" გულშემატკივრებმაც გამოიღეს. ერთმანეთს არმატურებით, ჯოხებით, დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდნენ, რამდენიმე კაცი ტრიბუნებზე გაჩენილ ხანძარს შეეწირა.

ეგვიპტის ქალაქებში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.