ევროპაში ყინვამ 163 კაცი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ევროპაში ყინვამ 163 კაცი იმსხვერპლა

ევროპაში სარეკორდო ყინვამ 163 კაცი შეიწირა. უკრაინაში 63 უსახლკარო გაიყინა.მძიმე მდგომარეობაა პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, გერმანიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სადაც დიდთოვლობამ ავია- და სარკინიგზო მიმოსვლა დაარღვია და მსხვილ დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგია გაეთიშათ. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.