ფილიპინებში ცნობილი ტერორისტი მოკლეს - კვირის პალიტრა

ფილიპინებში ცნობილი ტერორისტი მოკლეს

ფილიპინელმა სამხედროებმა ავიადარტყმები მიაყენეს ერთ-ერთ კუნძულს, რომელზეც ტერორისტული ორგანიზაციების "ალ-ქაიდას", "აბუ-საიაფისა" და "ჯემაა ისლამიას" ბაზები იყო. დაიღუპა15 ტერორისტი, მათ შორის "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი ზულფიკინ ბინ აბდულა, რომლის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლისთვის აშშ-ს ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული. სწორედ ბინ აბდულას ორგანიზებული იყო 2004 წელს მანილასთან ბორნის აფეთქება, რასაც ასზე მეტი კაცი ემსხვერპლა.