ისრაელი ირანს აპრილ-ივნისში დაარტყამს - კვირის პალიტრა

ისრაელი ირანს აპრილ-ივნისში დაარტყამს

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას აზრით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმას აპრილში, მაისში ან ივნისში მიაყენებს.როგორც პანეტამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისრაელი შიშობს, რომ თეირანი ატომური ბომბებისთვის საჭირო ურანს უახლოეს მომავალში დაამზადებს და შემდეგ გვიან იქნება. ისრაელის მედიის ცნობით კი თელ-ავივი მართლაც განიხილავს ხანმოკლე ომის შესაძლებლობას ირანთან. თუმცა, ებრაელი სამხედროები აღიარებენ, რომ ერთჯერადი საჰაერო დარტყმები ირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაფერხებს და რამდენიმე წელიწადში ახალი სამხედრო აქცია იქნება საჭირო.