მეჩეთის მშენებლობას პოლიტიკური დანიშნულება აქვს - კვირის პალიტრა

მეჩეთის მშენებლობას პოლიტიკური დანიშნულება აქვს

აჭარის მაჰმადიანთა წინამძღოლის ჯემალ პაქსაძის განცხადებით, აჭარაში ახალი მეჩეთის მშენებლობას უფრო პოლიტიკური, დანიშნულება აქვს ვიდრე რელიგიური.ქართველი მაჰმადიანები ითხოვენ, რომ მეჩეთის წინამძღვარი ქართველი იყოს, ლოცვა ქართულად შესრულდეს, მეჩეთი ქართული არქიტექტურითა და ორნამენტებით აშენდეს და საქართველოს მაჰმადიანთა სამმართველოს დაექვემდებაროს. შეგახსენებთ, რომ ქართულ-თურქული ხელშეკრულების მიხედვით, ოშკისა და იშხნის ტაძრების რეაბილიტაციის სანაცვლოდ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდება.