დივერსია "ქართლი 2"-ზე - კვირის პალიტრა

დივერსია "ქართლი 2"-ზე

ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე "ქართლი-2"-ის ორ ანძაზე აფეთქება 15 ოქტომბერს ღამის 02:00 საათზე მოხდა. დაზიანდა ორივე ანძა, თუმცა არ

წაქცეულა და, შესაბამისად, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეზღუდვიათ.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ანძებზე დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, რომელიც დისტანციური მართვის მოწყობილობით ამოქმედდა.

დივერსიის შედეგად მიყენებული ზარალი 100.000 ლარს აჭარბებს.  "საქრუსენერგოს" კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ""ქართლი 2"" ელექტროენერგიით აღმოსავლეთ საქართველოს ამარაგებს.