კახეთში ჟურნალისტი დააკავეს - კვირის პალიტრა

კახეთში ჟურნალისტი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო სამმართველომ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ჟურნალისტი სოფიო ნიკოლაიშვილი დააკავა. გურჯაანის სასამართლომ 20 წლის ნიკოლაიშვილს 35-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველების ცნობით, გოგონა შეეცადა, გიორგი სიბაშვილისთვის მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, მაგრამ სიბაშვილმა იარაღი წაართვა და პოლიციას ჩააბარა. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, სიბაშვილი პოლიციელია, მამამისი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე, ბიძა კი კახეთის გუბერნატორის მოადგილე. სოფიო ნიკოლაიშვილის მამის, დავით ნიკოლაიშვილის განცხადებით კი შვილის დაკავება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, კერძოდ, დევნა მას შემდეგ დაუწყეს, რაც გურჯაანში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო (ვრცლად იხ. გვ. 31).