აქცია კანცელარიასთან - კვირის პალიტრა

აქცია კანცელარიასთან

"ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა" სახელმწიფო კანცელარიასთან თეატრალიზებული აქცია გამართეს და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის "112"-ის სასარგებლოდ სატელეფონო ანგარიშიდან ყოველთვიურად 20-50 თეთრის დაქვითვა გააპროტესტეს.აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გილიოტინა დადგეს, რომელზეც მობილური ტელეფონები და 20 და 50-თეთრიანი მონეტები იყო მიმაგრებული. იქვე იდგა ყულაბა წარწერით "შსს", სადაც აქციის მონაწილეები ხურდას ყრიდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ახალი გადასახადების დაწესებით უკანონობას აკანონებს და არ აინტერესებს, რა დღეში ჩავარდება მოსახლეობა.