პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა - კვირის პალიტრა

პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II გერმანიიდან დაბრუნდა. მას აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდნენ.ილია  II-ს ბერლინის კლინიკაში გეგმური პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. აეროპორტიდან პატრიარქი სამების ტაძარში გაემგზავრა, სადაც იქადაგა: "გერმანიაში ექიმებმა მომცეს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მინდა გითხრათ, რომ ვერავითარი უცხო ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. დღეს ჩვენ გვაცილებდა 500-600 კაცი, რომლებიც სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. მათ ვუთხარი, რომ აქ შეიძლება არის ბევრი სასმელი და ჩასაცმელი, მაგრამ ის, რაც არის საქართველოში, აქ არ არის. ეს არის მადლი ღვთისა, ეს არის წყალობა და მფარველობა ღვთისა და ამას ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ მაშინ, როდესაც მივდივართ უცხო ქვეყანაში".