საქართველო ამერიკისთვის ღირებული პარტნიორია - კვირის პალიტრა

საქართველო ამერიკისთვის ღირებული პარტნიორია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, საქართველო ამერიკისთვის ღირებული პარტნიორია.

როგორც კლინტონმა ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამერიკის დედაქალაქში საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. Mაშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ილაპარაკა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების სიმამაცეზეც და განაცხადა, რომ მხარეები აგრძელებენ კონსულტაციებს განათლების, ჯანდაცვის, კანონის უზენაესობისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.