მსოფლიო იყინება - კვირის პალიტრა

მსოფლიო იყინება

ევროპაში უპრეცედენტო ყინვების გამო მდინარე დუნაი გაიყინა, რამაც 10 ქვეყანას შორის საბორნე მიმოსვლის ბლოკირება მოახდინა.ვენეციაში ბოლო 80 წლის განმავლობაში არხები პირველად გაიყინა, იგივე მოხდა ჰოლანდიაშიც, სერბეთში ტემპერატურამ -26 გრადუსი შეადგინა. მძიმე მდგომარეობაა ხორვატიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და უკრაინაში. ევროპაში ყინვის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თოვლი მოვიდა აფრიკაშიც. ალჟირში 15 ადამიანი გაიყინა. აცივდა ავღანეთშიც. ამინდმა დევნილ ბავშვთა ბანაკში 22 მცირეწლოვანი იმსხვერპლა.