მალდივიში პრეზიდენტი დაამხეს - კვირის პალიტრა

მალდივიში პრეზიდენტი დაამხეს

მალდივის კუნძულებზე საპროტესტო აქციები პრეზიდენტ მოჰამედ ნაშიდის დამხობის მოთხოვნით დაიწყო. მოსახლეობის აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ნაშიდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მოსამართლე, რომელმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრების სანქციის გაცემაზე უარი განაცხადა.პოლიციამ დემონსტრაციების დარბევაზე უარი განაცხადა და ხალხის მხარეზე გადავიდა. მოგვიანებით ამბოხებულმა სამართალდამცველებმა ცენტრალური ტელევიზიის შენობა და რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი აიღეს. საბოლოოდ მოჰამედ ნაშიდი იძულებული გახდა, პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა.