ნატოს შეცდომას 8 ბავშვი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ნატოს შეცდომას 8 ბავშვი ემსხვერპლა

ნატოს უპილოტო საფრენმა აპარატმა კაპისის პროვინციაში ადამიანთა ჯგუფს საჰაერო დარტყმა მიაყენა, რომელიც სამხედროებს თალიბები ეგონათ.მოგვიანებით გაირკვა, რომ უპილოტო აპარატი მშვიდობიან მოქალაქეებს დასხმია თავს, რასაც 8 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ალიანსი მკაცრად გააკრიტიკა და მომხდარის გამოძიება მოსთხოვა. ოფიციალური სტატისტიკით, 2011 წელს ნატოს ძალების შეცდომებს ავღანეთში 187 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.