6 დღეში სირიაში 600 ადამიანი მოკლეს - კვირის პალიტრა

6 დღეში სირიაში 600 ადამიანი მოკლეს

სირიაში 6 დღის განმავლობაში სამთავრობო ძალებმა 600 ადამიანი მოკლეს. პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა ოპოზიციის მთავარი საყრდენის - ქალაქ ჰომსის დაბომბვა დაიწყეს.ტანკები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები საცხოვრებელ კვარტალებს პირდაპირი დამიზნებით ესროდნენ, ჯარისკაცები ადგილზე ხვრეტდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ორი აფეთქება მოხდა ალეპოშიც, სადაც 25 ადამიანი დაიღუპა. სირიის ოპოზიცია დახმარებას ითხოვს, თუმცა დასავლეთმა ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება ვერ მიიღო.