უკრაინაში ახალი პოლიტიკური სკანდალია - კვირის პალიტრა

უკრაინაში ახალი პოლიტიკური სკანდალია

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა ანდრეი პარუბიმ და ოლეგ ლიაშკომ უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი სოლომატინი რუსეთის არმიის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. დეპუტატების განცხადებით, სოლომატინი, რომელიც თავდაცვის მინისტრად 8 თებერვალს დაინიშნა, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის, ოლეგ სოსკოვეცის სიძეა და მოსკოვში ცხოვრებისას აქტიურად თანამშრომლობდა გრუ-სთან. პარუბი და ლიაშკო უკრაინის უშიშროების სამსახურისგან ახალი თავდაცვის მინისტრის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესწავლას ითხოვენ. დიმიტრი სოლომატინი 1999 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო.