22 დღე თურქის ტყვეობაში - კვირის პალიტრა

22 დღე თურქის ტყვეობაში

ქართველმა მეზღვაურებმა ოდესასთან თურქი გემთმფლობელ ნაზმი ჯამბაზის ტყვეობაში 22 დღე გაატარეს. თბომავალი Filippa C სტამბოლიდან ოდესაში 18 იანვარს შევიდა, სადაც გემი დაზიანდა. თუმცა გემთმფლობელმა 21-კაციანი ეკიპაჟი, რომელთა შორის 7 ქართველი იყო, ნაპირზე არ გადაუშვა და კაიუტებში გამოკეტა. ნაზმი ჯამბაზი ნარკოტრანზიტსა და არალეგალების გადაყვანაში იყო შემჩნეული. სავარაუდოდ, მან ეკიპაჟი იმიტომ დაატყვევა, რომ შეეშინდა, მეზღვაურებს საეჭვო ტვირთის შესახებ სამართალდამცველებისთვის არ ეცნობებინათ. მეზღვაურების გათავისუფლება მხოლოდ 8 თებერვალს, მას შემდეგ მოხერხდა, რაც მათ ხმა საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციას მიაწვდინეს. ტყვეები უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაიხსნეს, თუმცა უცნობია, მოახერხეს თუ არა მათ ჯამბაზის დაკავება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).