ომბუდსმენი საჩხერის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს - კვირის პალიტრა

ომბუდსმენი საჩხერის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვარს მომხდარ ინციდენტზე.მოქალაქე დავით კიკნაძის განცხადებით, საჩხერეში 13 იანვარს გამართულ კონცერტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი შეძახილის გამო, ის უცნობმა პირებმა მანქანაში ჩასვეს, მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთ მათგანში კიკნაძემ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ამოიცნო. მისი დაკავების მოწმენი იყვნენ სამართალდამცველები, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.