ჟურნალისტებს, შესაძლოა, შეზღუდვები დაუწესონ - კვირის პალიტრა

ჟურნალისტებს, შესაძლოა, შეზღუდვები დაუწესონ

ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში, ჟურნალისტებისთვის ინდივიდუალური კამერებით მუშაობაზე შეზღუდვის დაწესება იგეგმება.არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის პროექტით, საკომიტეტო და პლენარულ სხდომებს "მეორე არხის" 8-8 კამერა გადაიღებს, ჟურნალისტებმა კი "მეორე არხის" მიერ გადაღებული მასალით უნდა ისარგებლონ. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" აღნიშნულ პროექტს ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვად აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრას ითხოვს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).