მღვდელმონაზონი იონა ტყვეობიდან გათავისუფლდა - კვირის პალიტრა

მღვდელმონაზონი იონა ტყვეობიდან გათავისუფლდა

ქართველი მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე), რომელიც აფხაზეთში იყო დატყვევებული, ტყვეობიდან გათავისუფლდა. შსს-ს ინფორმაციით, იონა ქართველმა სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. პოლიციის ცნობით, იონასთვის გამოსასყიდის სახით 100 ათას დოლარს ითხოვდნენ, თუმცა ქართულ მხარეს გამოსასყიდზე მოლაპარაკებები არ გაუმართავს. სამების ტაძრის მღვდელმონაზონი იონა აფხაზეთში დაახლოებით სამი კვირის წინ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში აფხაზური მხარე იონას დაკავების ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).