საპატრიარქოს განცხადება - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებათა შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ოშკისა და იშხნის რეაბილიტაციის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება, ახალციხეში კი ახმედის მეჩეთის რესტავრაცია მოხდება.საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში. განცხადების მიხედვით, მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხნის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს ევალება (ვრცლად იხ. გვ. 6, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).