თორთლაძის ფრაქციას დაშლის საფრთხე ემუქრება - კვირის პალიტრა

თორთლაძის ფრაქციას დაშლის საფრთხე ემუქრება

ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა ფრაქცია "ძლიერი საქართველო", რომლის თავმჯდომარე გია თორთლაძეა, დატოვა.მარსაგიშვილმა გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ საპარლამენტო უმცირესობა და "ძლიერი საქართველო" მთავარ მოწინააღმდეგედ არა "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ "ქართულ ოცნებას" მიიჩნევდნენ და თანდათან მმართველი პარტიის დანამატები და მარიონეტები ხდებოდნენ. მარსაგიშვილი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი გახდება. შესაძლოა, "ძლიერი საქართველო" დაიშალოს, რადგან მარსაგიშვილის წასვლის შემდეგ ფრაქციის წევრთა რაოდენობა 5-მდე შემცირდა, ფრაქციის არსებობისთვის კი მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" თორთლაძეს ფრაქციის შენარჩუნების მიზნით ერთი დეპუტატი დაუთმონ.