პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. სააკაშვილმა ქვეყანაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესში ხალხი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. "მთავარი, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არის ის, რომ ბრძოლა არასდროს მთავრდება. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა ის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებზე ვიფიქრებდით; ან ის, თუ წარმატებებით ვიტრაბახებდით და დავასკვნიდით, რომ წარმატებას ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიეთ", - განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა არაბულ ქვეყნებსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.