არასამთავრობოებმა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

არასამთავრობოებმა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კონტროლის პალატასთან აქცია გამართა და მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისგან "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ფინანსური ანგარიშის მოთხოვნა გააპროტესტა.აქციის მონაწილეების განცხადებით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა "ახალი თაობა - ახალ ინიციატივას" პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი რომელიმე პარტიასთან. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ გამართლდა შიში და ხელისუფლება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იყენებს (ვრცლად იხ. გვ. 5).