კორტებთან აქცია გაიმართა - კვირის პალიტრა

კორტებთან აქცია გაიმართა

ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეს მტკვრის სანაპიროზე გამართულ საპროტესტო აქციაში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.აქციაზე მივიდა "ქართული ოცნების" ლიდერი, რომელმაც განაცხადა: "ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, 2006 წლის 2 მაისის ტრაგიკული ფაქტი გამოიძიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეები ადრე თუ გვიან უფრო მკაცრად დაისჯებიან". ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი კორტებთან 2006 წლის 2 მაისს, შსს-ს სპეცოპერაციისას დახოცეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).