ივანიშვილი ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ 20-30%-იანი გაყალბება მოინდომა, ქუჩის აქციებით შეეცდებიან ხმების დაცვას.თუმცა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკიც არ იქნება. "ქართული ოცნების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ამერიკა და ევროპა საქართველოში არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებენ.