"ეროვნული ფორუმი" ივანიშვილის კოალიციაში გაწევრდა - კვირის პალიტრა

"ეროვნული ფორუმი" ივანიშვილის კოალიციაში გაწევრდა

"ეროვნული ფორუმი" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის წევრი გახდა. შეგახსენებთ, რომ კოალიციის წევრები უკვე არიან თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, კონსერვატორები და "ხალხის პარტია".კოალიციაში გაწევრდება ივანიშვილის პარტიაც, რომლის დაფუძნებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. "ქართული ოცნების" ლიდერმა თავის მომავალ პარტიაში გაწევრება გუგული მაღრაძესა და სალომე ზურაბიშვილსაც შესთავაზა და წინასწარი თანხმობაც მიიღო. სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი ივანიშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება შესთავაზა. ისიც განაცხადა, რომ პოლიტიკური კოალიციის ფარგლებში ვერ ითანამშრომლებს კახა კუკავასთან და ნინო ბურჯანაძესთან, რადგან ისინი განსხვავებული იდეოლოგიის მატარებლები არიან (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).